სანამ ტრენინგი დაიწყებოდა, მოტივაცია არ მაკლდა, რადგან კიდევ ერთხელ მეძლეოდა საშუალება ქალბატონ ქეთევან ცერაძესთან ერთად გავცნობოდი ჩემი პროფესიული განვითარებისათვის მნიშვნელოვან თემას: ინტელის ძირითადი კურსი-"პროექტზე დაფუძნებული სწავლება".
გავეცანი ჩვენი ჯგუფის თითოეულ მსმენელს, ქალბატონმა ქეთინომ გაგვაცნო ტრენინგის მიზნები. კიდევ ერთხელ დაგვანახა მოსწავლის სწავლის პროცესში, თუ რა მნიშვნელოვანი როლი უკავია პროექტით სწავლებას.
გავეცანი პორტფოლიოს საქაღალდეს, შევქმენი ჩემი ბლოგი. სასწავლო კურსიდან ნათლად დავინახე, რომ მე, როგორც მასწავლებელი განუწყვეტლივ უნდა ვზრუნავდე პროფესიულ განვითარებაზე და ვეცნობოდე ტექნოლოგიებში იმ სიახლეებს რომელიც მნიშვნელოვანია სწავლების პროცესში, რათა მოსწავლეს განვუვითარო ის უნარ-ჩვევები, რომელთა მეშვეობით ეზიარება თნამედროვე მოთხოვნების განათლებას და XXI საუკუნის ღირსეულ მოქალაქედ ჩამოყალიბდება.
No comments:
Post a Comment