Thursday, July 24, 2014

ტრენინგის მნიშვნელობის დასაბუთება

         დიდი  მადლობა  ჩემს ტრენერს ქალბატონ ქეთი ცერაძეს,ასეთი ნაყოფიერი და საინტერესო ტრენინგების ჩატარებისთვის. მან ძალა და ენერგია არ დაიშურა რათა თითოეულ წევრისათვის ყოფილიყო ტრენინგის გავლის პერიოდი წარმატებული ძალიან კმაყოფილი ვარ ინტელის სასწავლო კურსის ტრენინგის გავლით. შევიძინე საკმაოდ დიდი ცოდნა და გამოცდილება,რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ პედაგოგიურ პრაქტიკაში და ვიმედოვნებ ჩემი გაკვეთილები უფრო საინტერესო და ნაყოფიერი იქნება მოსწავლეებისათვის.  
        მიღებული ცოდნა დამეხმარება,რომ მოსწავლეებს გაუღმავდეთ ცოდნა საბუნებიმეტყველო საგნების მიმართ და ჩამოუყალიბდეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.


     

ტრენინგის მეცხრე დღე


  • გამეორება
  • მუშაობა ბლოგში
  • პროექტის პრეზენტაციები
  • ტრენინგის შეჯამება
        ტრენინგი დავიწყეთ მასალის გამეორებით.
.ომდევნო სამუშაო ბლოგის გაჯეტებს დაეთმო, ბლოგზე ჩავსვით ჩვენთვის საჭირო გაჯეტები. შემდეგ დავიწყეთ პროექტების პრეზენტაცია. ჯგუფის თითოეული წევრის მიერ წარმოდგენილი პროექტი იყო ძალიან საინტერესო, გათვლილი მოსწავლის საჭიროებებზე, ყველა პროექტში გამოყენებული იყო ის აქტივობები და მეთოდები, რომლებიც ავითარებს XXI საუკუნის მოსწავლეთათვის საჭირო უნარ-ჩვევებს
პროექტების პრეზენტაციის შემდეგ გავამთლიანეთ და შევაჯამეთ შესწავლილი მასალა.  

პროექტების პრეზენტაციის შემდეგ გავამთლიანეთ და შევაჯამეთ შესწავლილი მასალა. 

Tuesday, July 22, 2014

ტრენინგის მერვე დღე


  • ტრენინგი დავიწყეთ მასალის გამეორებით-ბლოგის გვერდების 
  • გავარჩიეთ ფასილიტაციის რესურსები,  უკვე მზა პროექტებიდან შევქმენით ჩვენი პროექტის შესაბამისი ფასილიტაციის რესურსები და შევინახეთ ჩვენს მასალებში.
  •  გადავხედეთ ჩვენს პორტფოლიოებს, ხარვეზები დავხვეწეთ და ავტვირთეთ ჩვენი მასალები ფოსტზე. 
  • ვისწავლეთ ფოსტიდან ბლოგზე ატვირთვა და შევქმენით ახალი გაჯეტები ბლოგზე. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ კულმინაციით, რადგან ბლოგის სრულყოფა ამ უნარების გარეშე შეუძლებელია!!!!

                  დრევანდელი დღე ძალიან  ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი იყო.

Sunday, July 20, 2014

ტრენინგის მეექვსე დღე

     ჩვენი სამუშაო დღის მასალა,

  •   გამეორება
  •    შეფასება 
  •    მოსწავლეის პრეზენტაციაზე მუშაობა
  •    გეგმების გადახედვა.

       ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო ჩემი პროექტის მოსწავლის თვალით დანახვა, და მოსწავლის თვალთახედვით პროექტის პრობლემის გადაჭრის გზების ძიება.



     

Saturday, July 19, 2014

ტრენინგის მეხუთე დღე

  • გავიმეორეთ ბლოგის დიზაინის შეცვლა, სურათის ჩასმა, სურათის ზომების შეცვლა, ბლოგის წაშლა;
  • გავეცანი საავტორო უფლებებს და მის მნიშვნელობას,  საავტორო უფლებების შაბლონებს. შევქმენით საავტორო უფლებებისშაბლონი და ჩავსვი მასში გამოყენებული მისამართები.
  • შევქმენი მოსწავლის ბლოგი, გავეცანი გაჯეტებს. შევისწავლე სურათის ჩასმის, ემბედ კოდის და გამოკითხვის გაჯეტის შექმნა.                                                                                      დღეს ვარ ძალიან ბედნიერი, რადგან დიდი წინსვლა და მიღწევა მაქვს სწავლების პროცესში.  ჩემთვის დღევანდელ დღეს შესწავლილი მასალა მეტად მნიშვნელოვანია. იგი გამომადგება ჩემი პირადი პორტფოლიოს შექმნის დროს.

Friday, July 18, 2014

ტრენინგის მეოთხე დღე

  •   ტრენინგის მეოთხე დღე დაიწყო მესამე დღის სამუშაოების შეხსენებით, 
  • გავეცანით მეორე მოდულის მესამე აქტივობას, რომელშიც განხილული იყო პროექტის შეფასების სხვადასხვა მეთოდები და შეფასების ხუთი მიზანი: ოთხი განმავითარებელი და ერთი განმსაზღვრელი.
  •  გავარჩიეთ თითოეული შეფასების ფორმა.
  •  განვიხილეთ ინტელის სასწავლო კურსის რესურსების განყოფილებაში მოცემული პროექტების შეფასების ფორმები და მიღებული გამოცდილების საფუძველზე შევადგინე
    ჩემი პროექტის გეგმის შაბლონში დროში გაწერილი პროექტის შეფასების გეგმა   და 
    პროექტის შეფასების გეგმის მოკლე მონახაზი.
  •   შემდეგ გავაკეთეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია  Power Point-ში.

     ტრენინგზე ვიმუშავეთ ასევე ზოგიერთ ტექნიკურ  საკითხზე, როგორიცაა საოფისე პროგრამებში შექმნილ დოკუმენტზე Link-ის დადება, Drive-ში პრეზენტაციის ჩასმა და Blog-ზგადატანა,გაჯეტების შექმნა ბლოგზე.

       ტრენინგის მეოხე დღე იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი. 


ოფიერიოგზე რეფლექსი

Sunday, July 13, 2014

ტრენინგის მესამე დღე

  • გავიმეორეთ შესწავლილი მასალა
  • დავადგინეთ სტანდარტები და განვსაზღვრეთ სასწავლო მიზნები;
  • განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და შევადგინეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი დოკუმენტები, რომლებიც შევინახეთ ჩვენს რესურსებში;
  • ვისწავლეთ ბლოგის ინსტრუმენტების მოხმარება-დიზაინის შეცვლა,თარიღები.
  • გავაკეთეთ რეფლექსია-ბლოგზე ავტვირთეთ ჩვენი მასალები.                                                   სამუშაო მასალა ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემი, გავეცანი , თუ  როგორ უნდა დავგეგმო გაკვეთილი, რათა ის იყოს საინტერესო და ითვალისწინებდეს   სასწავლო პროცესში ყველა მოსწავლის ჩართულობას.                                                                                                                                                                                                                                               მადლობა ჩვენს ტრენერს: ქალბატონ ქეთინოს.